ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციისთვის 7 ნოემბრამდე უნდა მოგვმართოთ მისამართზე: პეკინის 25, მესამე სადარბაზო, მეორე სართული.
გაითვალისწინეთ, რომ გათამაშებაში რეგისტრაციისას აუცილებელია სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი მეუღლის და 21 წლამდე დასაოჯახებელი შვილ(ებ)ის მონაცემები და მათი სპეციალური ფოტოები.
სპეციალური ფოტოების გადაღება ადგილზე, ჩვენს ოფისშიც შესაძლებელია.
რეგისტრაციისთვის თან უნდა იქონიოთ თქვენი (და მეუღლის) აიდი ბარათი ან პასპორტი (დასაშვებია ასლიც). რეკომენდირებულია თუ თან იქონიებთ შვილების დაბადების მოწმობებსაც.
შეგახენებთ, რომ გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა. ჩვენი მომსახურების ღირებულება კი შეადგენს 20 ლარს. ფოტოს ადგილზე გადაღების ღირებულებაა 3 ლარი.
სამუშაო საათები: 11-დან 19:00 სთ-მდე.
გაითვალისწინეთ, რომ ბოლო დღეებში უფრო მეტი მსურველი ცდილობს დარეგისტრირებას, რის გამოც ხშირად პრობლემებია ოფიციალურ ვებ-გვერდზე წვდომისთვის. ამიტომაც, დაიჭირეთ თადარიგი და ნუ დაელოდებით ბოლო დღეს, რათა ტექნიკური ხარვეზების გამო არ შეგექმნათ პრობლემა რეგისტრაციისას.
ასევე, ჩვენი რჩევაა, ნუ ენდობით ისეთ საიტებს (განსაკუთრებით უცხოურ საიტებს), რომლებიც ითხოვენ თქვენი პირადი მონაცემების გაგზავნას. რადგან ასეთი ვებ-გვერდების უმრავლესობა არის თაღლითური, ამასთან, არ ხართ დაზღვეული, რომ ნამდვილად მოხდება თქვენი რეგისტრაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება არ მოხდება რაიმე სხვა მიზნისთვის.
ჩვენს ოფისში მონაწილის რეგისტრაცია ხდება კომპეტენტური პირის მიერ პირდაპირ ოფიციალურ ვებ-გვერდზე თქვენი თანდასწრებით.
რეგისტრაციის დასრულებისთანავე გადმოგეცემათ უნიკალური კოდი და დეტალური ინსტრუქცია იმისთვის, რომ მაისში შედეგების გადამოწმება შეძლოთ თავად.
გისურვებთ წარმატებებს!
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ სამუშაო საათებში დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +995 555 324 646;; 558168918