მწვანე ბარათის რეგისტრაცია

მწვანე ბარათის მოგების შემთხვევაში თქვენ იღებთ აშშ-ში კანონიერად ცხოვრების და მუშაობის უფლებას, 5 წლის შემდეგ კი გაქვთ მოქალაქეობის მიღების უფლება.

რეგისტრაცია შესაძლებელია წელიწადში ერთხელ და ყოველთვის ოქტომბერ-ნოემბერში ერთ თვიან ინტერვალში. მონაწილეობა შეუძლია ყველას 18 წლიდან, თუ აქვს სულ მცირე სრული საშუალო განათლება (11 ან 12 კლასი). მაქსიმალური ასაკი არაა შეზღუდული.

ერთი ადამიანის რეგისტრაცია შეიძლება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, ანუ ორჯერ დარეგისტრირების შემთხვევაში თქვენი ანკეტები ავტომატურად გაუქმდება.

რეგისტრაცია ხდება ონლაინ რეჟიმში, ოფიციალურ საიტზე, არ არსებობს არცერთი სხვა ვებ-გვერდი, რომელიც გაძლევთ რეგისტრაციის საშუალებას, ასეთ ვებ-გვერდებზე ნუ დარეგისტრირდებით, მსგავსი საიტები შექმნილია თაღლითობის მიზნით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რეგისტრაცია არის უფასო, ანუ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია დარეგისტრირდეს თავად სახლიდან, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი ოფიციალური გადასახადი რეგისტრაციისთვის (ჩვენ შემთხვევაში თქვენ თანხას იხდით მომსახურებაში, რომ დაგარეგისტრიროთ და იცოდეთ, რომ რეგისტრაცია გაკეთდა ისე, როგორ აუცილებელია)

ტერმინი "ოჯახით რეგისტრაცია" არის არასწორი ტერმი. თუ თქვენ ხართ დაოჯახებული, აუცილებელია თქვენი მეუღლის მითითება თქვენს ანკეტაში, ასევე აუცილებელია ყველა შვილის მითითება, რომლიც არის 21 წლამდე და არ იმყოფება ქორწინებაში, შესაბამისად, ადამიანი, რომელიც არის დაოჯახებული, ვერ დარეგისტრირდება მარტო მეუღლის და შვილების გარეშე.

გათამაშებაში მონაწილეობა არ ახდენს გავლენას ტურისტულ ვიზაზე გასვლაზე, ეს ერთერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა და 100% შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ლატარიაში რეგისტრაცია არ არის ხელის შემშლელი ტურისტულ ვიზაზე.

მწვანე ბარათის რეგისტრაციის დროს იგზავნება სურათები, დანარჩენი ინფორმაცია ეთითება, ანუ რეგისტრაციისას ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად გადაღებული ფოტოები. რამდენიმე დეტალი რაც მნიშვნელოვანია ფოტოს გადაღებისას:

  • ფოტო უნდა იყოს თეთრ ფონზე, 
  • ფოტო არ უნდა იყოს დაბურული, უხარისხო, 
  • ფოტოს არ უნდა ქონდეს ყურების და თავის ჩრდილი,
  • არ უნდა გვეკეთოს სათვალე, შარფი, ქუდი, საყურეები და მაკიაჟი, 
  • ფოტო უნდა იყოს 600-600px კვადრატული ზომის და ფოტოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 240კბ ზომაში, 6. ასევე ფოტო უნდა იყოს კონკრეტულ პარამეტრებში ჩასმული, ანუ თავის და მხრების პროპორციები უნდა იყოს დაცული (ჩვენ ადგილზე ვიღებთ სურათებს, რადგან ხშირია დისკზე ჩაწერილი არასწორი ფორმატის სურათებით მოსული მსურველები)

რეგისტრაციის პროცესი ხდება ონლაინში, შესაბამისად თქვენ ესწრებით ამ პროცესს და დასრულების შემდეგ იღებთ თქვენი რეგისტრაციის წარმატების დასრულების დამადასტურებელ კოდს (Comfirmation Number), მხოლოდ ეს კოდი მონაწილებოს გათამაშებაში და აუცილებლად უნდა მიიღოთ რეგისტრაციის შემდეგ ამობეჭდილი. (ჩვენთან ზუსტად ასე ვაკეთებთ და იმიტომ ვწერთ მსგავს ინფორმაციას, რომ  შესაძლოა თქვენი თანდასწრების გარეშე ფურცელზე შევსებული ანკეტის რეგისტრაციის დროს გაეპაროთ შეცდომა და გამარჯვების შემთხვევაში მოხდეს თქვენი გამარჯვების გაუქმება, ამიტომ ეცადეთ იყოთ ყურადღებით, რომ რეგისტრაციის კოდი მანამ მიიღოთ, სანამ დატოვებთ ადგილს, სადაც რეგისტრირდებით)

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ იღებთ თქვენს რეგისტრაციის დასტურის კოდს (comfirmation number)-ს, სადაც ასევე მითითებული უნდა იყოს თქვენი გვარი, სახელი და დაბადების წელი.

რეგისტრაციის დასტურის ფურცელზე ასევე მითითებულია ინსტრუქცია, თუ როგორ და როდის უნდა შევამოწმოთ გავიმარჯვეთ თუ არა გათამაშებაში (წელს რეგისტრურებულების პასუხები დაიდება 2019 წლის 7 მაისის შემდეგ).

რაც შეეხება გადამოწმებას, გაიმარჯვეთ თუ არა, ეს უნდა შეამოწმოთ თქვენ და ნუ ანდობთ თქვენს კოდს ნურავის. მოგების შემთხვევაში თქვენ არ ხართ ვალდებული, რაიმე სახის დამატებითი გადასახადი გადაიხადოთ, არავის არ შეუძლია და ვერ შეძლებდა, რომ თქვენ გამარჯვებაში რამე წვლილი შეეტანა, თქვენ ხდებით ლატარიით შემთხვევითობის პრინციპით გამარჯვებული და არა სხვა ადამიანის გამო, ვინც პირობითად შეავსო თქვენი ანკეტა.

ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი იგებს მწვანე ბარათს, მიდის ამერიკაში და უკვე ის ფაქტი, რომ ნამდვილად ლატარიაა და ყველას აქვს შანსი რეალურად გამარჯვების, დამატებით  ახსნას აღარ საჭიროებს.

 

წლევანდელი რეგისტრაცია დასრულდება 2018 წლის 6 ნოემბერს.

გაფრთხილება: რეგისტრაციის ბოლო კვირაში ხშირია საიტის შეფერხებული მუშაობა, ასევე ბოლო დღეების გამო ხშირია რიგები, ასე რომ თუ გსურთ მონაწილეობა, ჩვენი რჩევაა დროულად დარეგისტრირდეთ!

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

 

მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია 4 ოქტომბერს იწყება

მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია 4 ოქტომბერს იწყება

რეგისტრაცია იწყება 4 ოქტომბერს, თბილისის დროით საღამოს 8 სთ-ზე

მიიღე სწორი გადაწყვეტილება

მიიღე სწორი გადაწყვეტილება

წაიკითხე დაკვირვებით და ამოიცანი კომპანია რომელიც ცდილობს მოგატყუოთ

როგორი სურათებია საჭირო რეგისტრაციისას

როგორი სურათებია საჭირო რეგისტრაციისას

ძალიან ბევრი მომხმარებელი შეცდომაში შეყავთ სხვადასხვა ფოტო ატელიეში არასწორ სურათებს უკეთებენ!

მწვანე ბარათის გათამაშების შედეგები 2 მაისიდან გახდება ცნობილი

მწვანე ბარათის გათამაშების შედეგები 2 მაისიდან გახდება ცნობილი

მწვანე ბარათის 2018 წლის გათამაშების შედეგების გაგება მონაწილეებს 2 მაისიდან შეგეძლებათ

რა ხდება მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ?

რა ხდება მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ?

მწვანე ბარათის მოგებულების მომსახურება მეორე ეტაპზე

უქმდება თუ არა მწვანე ბარათის გათამაშება

უქმდება თუ არა მწვანე ბარათის გათამაშება

ბოლო პერიოდში, ვრცელდება ინფორმაცია ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშების გაუქმებასთან დაკავშირებით.

მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია იწყება!

მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია იწყება!

მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია 3 ოქტომბერს იწყება!

მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია დაიწყო

მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია დაიწყო

ამერიკის მწვანე ბარათის გათამაშებაში რეგისტრაცია დაიწყო

მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია ხელახლა იწყება

მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია ხელახლა იწყება

ტექნიკური პრობლემების გამო რეგისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაშ იყოს შეწყვეტილი

მწვანე ბარათის გათამაშების შედეგები 15 მაისიდან გამოცხადდება

მწვანე ბარათის გათამაშების შედეგები 15 მაისიდან გამოცხადდება

მწვანე ბარათის გათამაშების შედეგები ოფიციალურ საიტზე 15 მაისიდან გამოცხადდება

მწვანე ბარათის გათამაშების შედეგები 7 მაისიდან გამოცხადდება

მწვანე ბარათის გათამაშების შედეგები 7 მაისიდან გამოცხადდება

მწვანე ბარათის გათამაშების შედეგები 7 მაისიდან გამოცხადდება

2021 წლის მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია მალე იწყება!

2021 წლის მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია მალე იწყება!

2021 წლის მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია ოქტომბერში იწყება

სიახლე მწვანე ბარათის გათამაშების წესებში

სიახლე მწვანე ბარათის გათამაშების წესებში

სიახლე მდგომარეობს იმაში რომ 2021 წლის გათამაშებაში მონაწილეობის მსურველები უკვე ვალდებულნი არიან ქონდეთ მოქმედი საერთაშორისო პასპორტი. აუცილებელია აპლიკაციაში მიუთითოთ პასპორტის ნომერი, პასპორტის გაცემის ადგილი და მოქმედების ვადა. ეს სიახლე ეხება მთ

მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია 7 ოქტომბერს იწყება

მწვანე ბარათის გათამაშების რეგისტრაცია 7 ოქტომბერს იწყება

მწვანე ბარათის რეგისტრაცია 7 ოქტომბერს იწყება

რატომ ჩვენ და არა სხვა?

რატომ ჩვენ და არა სხვა?

კომპანიის შესახებ

ყველაფერი გაძვირდა ძმაო

ყველაფერი გაძვირდა ძმაო

მომსახურების საფასურის გაძვირება

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

მწვანე ბარათთან დაკავშირებული მითები

მწვანე ბარათთან დაკავშირებული მითები

მწვანე ბარათთან დაკავშირებული მითები

რა მონაცემებია საჭირო მწვანე ბართის რეგისტრაციისათვის ?

რა მონაცემებია საჭირო მწვანე ბართის რეგისტრაციისათვის ?

საჭირო მონაცემები და საბუთები რეგისტრაციისათვის

რა არის (GREEN CARD) მწვანე ბარათი?

რა არის (GREEN CARD) მწვანე ბარათი?

რას წარმოადგენს მწვანე ბარათი და რა პრინციპით გაიცემა იგი.

;;