რეგისტრაციის წესები


Green Card - მწვანე ბარათი, ეს არის დოკუმენტი, რომელიც გაძლევთ აშშ-ში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. გათამაშება იმართება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წელიწადში ერთხელ. ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით თამაშდება 50 000 მწვანე ბარათი. ყოველწლიური საიმიგრაციო პროგრამის საშუალებით აშშ-ში მუდმივი ცხოვრების უფლების მიმნიჭებელ ვიზებს იღებენ ის პირები, რომლებიც პროგრამის მონაწილეთათვის გათვალისწინებულ მარტივ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებენ. განმცხადებლები საიმიგრაციო ვიზების მისაღებად შეირჩევიან კომპიუტერული ლატარიის მიხედვით - შემთხვევითი შერჩევის პრინციპით;

მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც:

  •  არის მინიმუმ 18 წლის;
  •  აქვს დამთავრებული სრული საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია - და, რომელიც განისაზღვრება 12-წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის წარმატებით დასრულებით;
  • ან ბოლო ხუთი წლიდან ორი წლის განმავლობაში მუშაობს ისეთი პროფესიით, რომელსაც სჭირდება მინიმუმ ორწლიანი სწავლების გავლა ან ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. 

გაითვალისწინეთ, რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ:

  • თქვენი აიდი ბარათი ან პასპორტი და სპეციალური ფოტო (შესაძლებელია ადგილზე გადაღებაც)

ოჯახის შემთხვევაში საჭიროა ასევე:

  • მეუღლის აიდი ბარათი ან პასპორტი (თუ ხელი მოწერილი გაქვთ);
  • მეუღლის სპეციალური ფოტო;
  • 21 წლამდე დასაოჯახებელი შვილების (მათ შორის გერების) სპეციალური ფოტოები:

 

 

;;